პროექტის შესახებ

„კონფლიქტების გაშუქების“ კლასის ფარგლებში, კავკასიის მედიის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტები ძველ ვეძისს ესტუმრნენ. სტუმრობის მიზანი იმიტირებული ომის – იგივე ”სტრაიკბოლის” – გაშუქება იყო.

თამაშის წესების თანახმად,  ერთმანეთს ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა. ჟურნალისტების ერთი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. მათ დასახსნელად დაჯგუფება „ლეგიონმა“ მოწინააღმდეგეთა თავშესაფარი შტურმით აიღო და ჟურნალისტები გაათავისუფლა. შტურმის დროს ერთი ჟურნალისტი დაიჭრა, მაგრამ ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჟურნალისტებმა დავალებას თავი კარგად გაართვეს,  მასალა მოამზადეს და სასწავლო ბლოგიც შექმნეს.

მოპოვებული მასალის გამოყენებით ორი რეპორტაჟი, ერთი ფოტორეპორტაჟი და ხუთი სტატია მომზადდა.

კლასის ხელმძღვანელები: ნინო ჟიჟილაშვილი, გიორგი ცხვიტავა

WARNING: შეგახსენებთ, ბლოგზე გამოქვეყნებული ყველა მასალა იმიტირებულია!

Advertisements
  • Advertisements